ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება

მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება, ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა, მისი ლიდერის აზრი, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს - ვიღაც დაიჭიროს, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სჭირდება რაიმე იდეაზე ჩამოყალიბება, რომლითაც არჩევნებზე გავა, თუმცა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული დაპირისპირება ამის საშუალებას არ იძლევა.

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებზე კი არ გავაკეთოთ აქცენტი, არამედ პარტიულ იდეაზე. შესაბამისად, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს არა მაჟორიტარების წარდგენა, არამედ იდეაზე ჩამოყალიბება, რომლითაც გადის ამ არჩევნებზე. განვმარტავ, რომ უფრო გასაგები იყოს - მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერი რას ფიქრობს ზოგადად პოლიტიკაზე, მისი შეხედულებები როგორია, განსხვავდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკისგან. მაგალითად, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვნახე, სადაც ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება, უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, რომ საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო. ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა, მისი ლიდერის აზრი, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს - ვიღაც დაიჭიროს და ა.შ.

ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება რაც თუნდაც, ამ პარლამენტში ხდება ამ ორ პარტიას შორის, ფიზიკურად არავის აძლევს საშუალებას, რომ რაიმე იდეაზე ილაპარაკონ. ეროვნული ბანკის 2 მილიარდზე ვლაპარაკობდით და არც ერთი ოპოზიციონერი არ იყო დარბაზში იმიტომ, რომ ეს ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ხელში ჩაიგდოს იგივე სასამართლო, რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი არაა, ეს თუ დღეს „ქართული ოცნების" მორჩილებაში გამოიხატება, ხვალ შეიძლება გამოიხატებოდეს სხვა პარტიის მორჩილებაში და ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ინსტიტუციონალურად შეიცვალოს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება „გირჩის" ამომრჩეველს, როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ნაწილმა შესაძლოა, კალაძეს მისცეს ხმა, ნაწილმა ნიკა მელიას, ნაწილმა კი არც ერთს. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევანს თავად არ განუსაზღვრავენ.

„ჩვენ ვართ ახალი პარტია, ჩვენი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, ვისაც თავის დროზე ჰქონდა სიმპატიები „ქართულ ოცნებასთან", ან "ნაციონალურ მოძრაობასთან", უცხოპლანეტელები ჩვენს ამომრჩევლებად ჯერჯერობით არ ჩამოსულან“ , - აცხადებს მეგრელიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა