კახა კალაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრულად აღდგენა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ფერდთან დაკავშირებით სამუშაოები აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის სრულად აღდგენა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, 24- საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა.

„ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა. ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24 -საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა მეწყრის დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის აღდგენა უკვე ორმხრივ რეჟიმში ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოება მაქსიმალურად ყველანაირად იქნება დაცული, ადამიანებს თავისუფლებად ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა,“- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს