გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმისა და ქუთაისის ლაბორატორიებს თანამედროვე ტიპის სპექტროფოტომეტრები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

​მათივე ინფორმაციით, ​ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

„აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ. თანამედროვე ტიპის სპექტროფოტომეტრი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე