ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო თანამდებობების განაწილების საკითხზე გადაწყვეტილებას მათივე ქცევებიდან გამომდინარე მიიღებენ.
როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ისევ მაგიდებზე ახტება, ჟურნალისტების ნაწილს ცუდად გამოიყენებს და კვლავ რადიკალიზაციაზე იქნება გადასული, მასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.
„თუ მათი წარმომადგენელი ვერ შესძლებს კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქცია შეასრულოს და პოზიციას მაგიდაზე შეხტომისთვის და სპიკერთან მივარდნისთვის გამოიყენებს, ამაზე კონსულტაცია ვერ იქნება. თუ მათი ქცევა იმაში დაგვარწმუნებს, რომ შეიძლება რელევანტური კონსტრუქციული იყოს, მაშინ ამაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.