ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ეს პროგრამა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვასრულებთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით უბან-უბან, სხვადასხვა რაიონში და ხედავდით, რამდენ ოჯახს და ადამიანს დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს პროგრამა გრძელდება. მინდა, ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების გამგებლები - ზურაბ ჩიკვილაძე და ირაკლი ხელაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს