უილიამ კორტნი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე - საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.

"19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების" პირობა დადო. უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?" - წერს კორტნი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა