გრიგორი კარასინი - რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს

რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, - რუსული სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„მზად ვართ ეს [ავია მიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.

”იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე - სექტემბერ-ოქტომბერში - პირადად შევხვდებით”, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია