აკაკი ბობოხიძე - უნდა ვუთხრათ დასავლეთს, რომ საქართველო ბრუნდება პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპზე - ოპოზიციამ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა უნდა დააყენოს

უკვე 43%-იანი ზღვარი კი არ უნდა მოვითხოვოთ, ოპოზიციამ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა უნდა დააყენოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასთან“ ახალი შეთანხმების დადებას აზრი აღარ აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე უნდა შეთანხმდეს, რომ შედეგად რიგგარეშე არჩევნები მიიღოს.

„ქართული ოცნება“ ახლა გამოაცხადებდა იმას, რომ არ ემორჩილებოდა შეთანხმებას თუ შეთანხმების შემდეგ გამოაცხადებდა ამას, ეს ჩემთვის დიდად მნიშვნლოვანი არ არის, თუმცა, დროის მოგების თვალსაზრისით, კარგია. ჩემთვის მთავარია, რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას.

ზოგადად, მაკვირვებს ასეთი რამ, - ადამიანები, რომლების მაგალითად, გუშინ წარმატებული ბანკირები იყვნენ, რატომღაც ჰგონიათ, რომ წარმატებული პოლიტიკოსები იქნებიან. ან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ააშენეს იუსტიციის სახლები, ან ითვისებენ ამას, რომ ააშენეს იუსტიციის სახლები, თვლიან, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან წარმატებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“, - თქვა ბობოხიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს, ბობოხიძემ აღნიშნა:

„ნებისმიერს და მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ მათ. მე გამაკვირვა დღეს ბატონი ვაშაძის განცხადებამ, რომ მიუხედავად იმისა, დაარღვია თუ არა, გადის თუ არა 43%-იანი შეთანხმებიდან „ქართული ოცნება“, ჩვენ მაინც არ უნდა დავტოვოთ პარლამენტი, რადგან კონსტიტუციური ცვლილება გვაქვს მისაღები.

გულუბრყვილობაა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ ან არ უნდა დავრჩეთ პარლამენტში იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომელიმე პირობა მაინც შეასრულოს. არა, დავივიწყოთ, რომ „ქართული ოცნება“ რამე პირობას შეასრულებს, თუ ის არ გრძნობს ეფექტურ ზეწოლას ჩვენგანაც, ეფექტური ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილებას და მზაობას, ეფექტურ ზეწოლას დასავლეთისგან.

ჩვენ უნდა ვუთხრათ დასავლეთს, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ბრუნდება პოლიტიკურ კრიზისის საწყის ეტაპზე. ჩვენ თუ გვგონია, რომ დასავლეთი ჩვენს მაგივრად გააკეთებს საქმეს, იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე ქართული ოპოზიცია მოითხოვს, ეს ასე არ იქნება. ჩვენს მაგივრად მოთხოვნებს ვერ დააყენებენ. მათ შეუძლიათ მხოლოდ მხარდაჭერა გამოგვიცხადონ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მაინც დავრჩებით პარლამენტში, მაშინ რატომ იქნება იმაზე მეტი მოთხოვნა დასავლეთის მხრიდან, ვიდრე ჩვენ გვაქვს?! - ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. პირველი, - პარლამენტის დატოვება, - დატოვება თვითმიზანი არ არის, - რას ვითხოვთ. უკვე 43%-იანი კი არ უნდა მოვითხოვოთ, იწყება ხელახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც დღეს საფუძველი ჩაუყარა „ქართულმა ოცნებამ“.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა მოქმედებებია საჭირო შიგნით თუ გარეთ, ვის უნდა ვებრძოლოთ, რომ მივაღწიოთ მთავარს, - რიგგარეშე არჩევნებს. კიდევ ახალი შეთანხმებები „ქართულ ოცნებასთან“, მიგვიყვანს პრობლემის გადავადებამდე და შემდეგ, ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დაგვირღვია ახალი შეთანხმება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს