ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულმა ოცნებამ“  სრულიად გაუგებარი პოზიცია გამოიყენა, რომ  მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა - როგორც ჩანს, პრობლემა 43%-ია

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ეს ნაბიჯი გადადგა და ჩემთვის დღემდე სრულიად გაუგებარი, აუხსნელი პოზიცია გამოიყენა, რომ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. ჩემი აზრით, ეს სრულიად უარგუმენტოა. რა რეაქცია იქნება დასავლეთის მხრიდან, ამას ვნახავთ, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, 43%-თან მიმართებით პრობლემა მართლაც იყო.

„არსებული სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელიც იყო შარშანდელი არჩევნების შემდეგ, სანამ ნიკა მელიას დააპატიმრებდნენ. ანუ, როდესაც მთელი დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა და მხოლოდ მელიას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო „ქართული ოცნებისადმი“ საკმად კრიტიკული დამოკიდებულება. არ ვიცი, ეს რა ვითარებაა და როგორ იქნება, მაგრამ ზოგადად, „ქართულმა ოცნებამ“, რა არგუმენტიც მოიტანა, რომ ჩვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებსო და ა.შ. ნაკლებად სარწმუნოდ მიმაჩნია. აქ, როგორც ჩანს, პრობლემა არის 43% და ამაზე ლაპარაკი მუდმივად იყო, რომ ოპოზიციას, ბოლოს და ბოლოს უნდა გაეაზრებინა და რომელიმე მიმართულებით გადაედგა ნაბიჯი, რაც ოპოზიციამ არ გადადგა და ორივე ფრონტზე იბრძვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ძაბირაძის მოსაზრებით, პირველ რიგში, სწორედ ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ რაღაც უნდა შეეცვალოს, მაგრამ „9 წელია ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, რაღაცნაირად სულ აქვს იმედი, ხვალიდან ქუჩა აგორდება და მოახერხებს ხელისუფლების ცვლილებას“.

„ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერდა „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თქმა უნდა, ეს საბაბი იყო. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არენაზე გიორგი გახარიას შემოსვლამ საკმაოდ დიდი რყევები გამოიწვია, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ელექტორატში“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა