ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში

პარტია "საქართველოსთვის" ვეუბნებით "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას": - დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში, - ეს განცხადება გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით.

"მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან.

თავის მხრივ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ - რეალობას სადაც პარტია "საქართველოსთვის" რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია