ხატია დეკანოიძე - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება, არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ ამ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს 43%-ს და სწორედ ამით აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, - მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

დეკანოიძის თქმითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაელოდება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას და პარტია ამის შემდეგ გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აღიარა, ვერც პარტია „ქართული ოცნება,“ ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს და რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და შარლ მიშელი წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება, არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ ამ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რა თქმა უნდა, მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა, დღეს ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ, ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რადგან ამ მედიაციაში, „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ზოგადად, ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ, რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროპის კავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა