ელენე ხოშტარია - მოეშვით პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი,  გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე

„ოცნება“ რომ გადამგდებია, ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა, - ამის შესახებ მოძრაობა “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ელენე ხოშტარიას თქმით, პარლამენტი არ შედგა და ახლა მნიშველოვანია არჩევნებისთვის მზადება.

„ახალი ის არის, რომ „ოცნება“ 43-ზე უარს ამბობს, რადგან იცის ვერ აიღებს. ამიტომ მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე.

სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა პირიქით“, - წერს ხოშტარია.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო