დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომ პუტინს „რეალური პრობლემები აქვს“ - აშშ-ის პრეზიდენტი ახმოვანებს იმ მესიჯებს, რასაც აწვდიან

კრემლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კომენტარი, რომ რუსეთს სხვა არაფერი აქვს ბირთვული იარაღისა და ნავთობის გარდა, არასწორია და „სახეზეა თეთრი სახლის მცდარი წარმოდგენა თანამედროვე რუსეთზე“.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბაიდენის განცხადებები როგორც მინიმუმ, არსებითად არასწორია. ცხადია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ახმოვანებს იმ მესიჯებს, რომელსაც მისი აპარატი ამზადებს. აქ სახეზეა თანამედროვე რუსეთის შესახებ მცდარი ცოდნა და გაგება. დიახ, რუსეთი არის უდიდესი ბირთვული ძალა, ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა და დიახ, ეს არის ქვეყანა საკმაოდ დიდი ნავთობისა და გაზის სექტორით. ამავე დროს, იმის მტკიცება, რომ რუსეთის ფედერაციას სხვა არაფერი აქვს, არსებითად არასწორია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან პესკოვის თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ბაიდენს მეტად ექსპერტულ ინფორმაციას მიაწვდიან.

მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „რეალური პრობლემები აქვს“.

„ის მართავს ეკონომიკას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, ნავთობის ჭაბურღილები და მეტი არაფერი. რა არის მათი ეკონომიკა? მან იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის, ჩემი გადმოსახდიდან“, - განაცხადა ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას.

გარდა ამისა, ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლება დეზინფორმაციის გავრცელების გზით აშშ -ს კონგრესის 2022 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და ამას „ამერიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა“ უწოდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა