დევიდ კრამერი - "ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს - პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს

პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კრამერის თქმით, მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა.

"ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულება და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნებისა" და ბატონი ივანიშვილის ბრალია. პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. "ევროკავშირი" თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, - აღნიშნა დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა