შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გუნდთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს,- ამის შესახებ კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში შარლ მიშელის სტრატეგიული უფროსი მრჩეველი იურეკ კუჩკივიჩი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, - აცხადებს იურეკ კუჩკივიჩი.

იხილეთ ვიდეო: შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გუნდთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია