ამერიკელი სენატორები - საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას  ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ეს ძირს უთხრის იმ რეფორმების გატარების ძალისხმევას, რაც შეთანხმებულია 19 აპრილის შეთანხმებით, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანებიან.

„შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად, ” - აცხადებენ სენატორები.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.

”საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, „ ქართული ოცნების” განცხადება, რომ აპირებს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს,“- აცხადებენ სენატორები.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, ქრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა