სალომე სამადაშვილი - უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ადგილობრივი არჩევნები გახდეს ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი, ალერნატივაა სრული ბოიკოტი და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა

დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს და ეს მოვისმინეთ, მათ შორის, სენატორების განცხადებაში, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელო ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" გასვლის თაობაზე დასავლელი პარტნიორების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ დასავლეთიდან წნეხი გაძლიერდეს. ამასთან, სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საერთო სამოქმედო გეგმაზე უნდა ჩამოყალიბდეს.

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ მას არ აინტერესებს სტრატეგიული ურთიერთობები, არც ევროკავშირთან, არც აშშ- თან და მისი არჩევანი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ნატო- ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. დასავლელი პარტნიორების რეაგირება იყო ადეკვატური, მათ დაინახეს და ჩვენ ეს მოვისმინეთ, მათ შორის, სენატორების განცხადებაში, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას, რაც შეეხება ჩვენს მომავალს დასავლეთში. ამ გამოხმაურებიდან ასევე დავინახეთ, რომ ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ რჩება ძალაში. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ გადიან შეთანხმებიდან, ეს არ ცვლის იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი რჩება ამ შეთანხმების შესრულება. ამ ვითარებაში დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, რომელიც აშკარაა, რომ ხელისუფლების ძალიან მწარე მარცხით დამთავრდება, გახდეს მართლაც ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ალერტნატივა არის ის, რაც გაჟღერდა, ეს არის სრული ბოიკოტი და უარის თქმა ამ პროცესში მონაწილეობაზე. ვხედავ რომ ოპოზიციაში არის სხვადასხვა მოსაზრებები, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ საერთო სამოქმედო გეგმაზე,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა