ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია, მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია. მათ „ქართულ ოცნებას“ თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრ ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს.

„მართალია. სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართებითაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაც კი არ დაუწყია. მათ „ქართულ ოცნებას“ თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება“, - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს რიში „ტვიტერზე".

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს