ალეკო ელისაშვილი - გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი

გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკისრებს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

„ფერი ფერს და მადლო ღმერთსო“, ასეა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება. „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ მთელი ამ თვეების განმავლობაში და არ აწერდა ხელს, ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა და გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის, იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის. ძალიან მკაცრი განცხადებები აქვთ, თუმცა, ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება შარლ მიშელს და ევროკავშირს. გული მისკდება, რას იტყვიან ისინი. ეს კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოიქცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცხადია,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა