გია ვოლსკი - მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია პოლიტიკით, რომელსაც"ნაცმოძრაობა" ატარებს

მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს "ნაცმოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ არგუმენტებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებენ. "მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსის მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შექმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ათასგზის გავუზიარებთ საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს