გია ვოლსკი - სიყალბის პიკი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას

ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას. მისივე თქმით, საკითხებს ისინი არა მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოებაში არსებული განწყობების მიხედვით წყვეტენ.

„შეთანხმების შემდეგ რაც განხორციელდა, მათი ნაწილობრივ შემოსვლა პარლამენტში ემსახურებოდა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას და სხვას არაფერს. ამას საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. განსაკუთრებით მას მერე შეიცვალა საზოგადოებაში განწყობები მნიშვნელოვნად, რაც საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა. როცა პარტიული ტელევიზიები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა შეთანხმებას მათი პარტია საერთოდ არ შეუერთდა, არც ხელი მოუწერია და არც ვალდებულებები აუღია, ცალმხრივად დარღვევა რას ნიშნავს, არ მესმის. ჩვენ მზად ვართ, არათუ 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის და უფრო მეტი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ კეთილ ნებაზე დამყარებული, საზოგადოების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ ველზე ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდე დამყარდეს. თუ თქვენი პოლიტიკური ბოსები ამისთვის მზად არიან, რასაკვირველია, ვილაპარაკოთ, ოღონდ, საქმეზე და არა საბოტაჟის შემდგომ გაგრძელებაზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო: გია ვოლსკი - ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო