რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ორი კარავი განთავსდა, სადაც სავარაუდოდ, მოქალაქეები აცრის შემდეგ დაყოვნებას შეძლებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ორი კარავი განთავსდა, სადაც სავარაუდოდ, მოქალაქეები აცრის შემდეგ დაყოვნებას შეძლებენ. ჯერჯერობით, სივრცე მოქალაქეებისთვის გახსნილი არ არის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ჯავარ უგრეხელიძის განცხადებით, კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, რაც ძალიან პოზიტიურია და ძალიან მალე დაგეგმილ ნიშნულს მივაღწევთ. გუშინ აცრილების დღიური მაჩვენებელი იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 სთ-იან რეჟიმში მუშაობს. "ფაიზერზე" კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. დამატებითი ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას. ვფიქრობ,ეს პროცესი პოზიტიურად მიდის და მალე მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომელიც აუცილებელია პანდემიიდან გამოსასვლელად",-განაცხადა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო