იაგო ხვიჩია ნიკა მელიას მიერ პარლამენტის დატოვებაზე - ისე გამოდის, თითქოს ეს ხალხი პარლამენტში იტანჯება, ახლა მათ ლიდერს მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და გუნდის წევრები მის გარეშე უნდა იტანჯონ

ისე გამოდის, რომ ეს ხალხი თითქოს პარლამენტში იტანჯება, ახლა მათ ლიდერს მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და გუნდის წევრები მის გარეშე უნდა იტანჯონ, - ასე აფასებს „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან ნიკა მელიას გადაწყვეტილებას დატოვოს საპარლამენტო მანდატი.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რა მიზეზების გამო ტოვებს მელია მანდატს და რატომ არ დატოვა აქამდე, თუ მას ამის გაკეთება სურდა.

„სანამ იმას გავარკვევდე ნიკა მელიას ეს ნაბიჯი გამართლებულია თუ არა, უნდა ვიცოდე, რატომ გააკეთა ეს. მე უბრალოდ, ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხვდები, რის გამო შეიძლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გუშინ არ ეთქვა უარი პარლამენტში ყოფნაზე, თუ ეს უნდოდა და დღეს ეთქვა უარი, რა შეიცვალა? შარლ მიშელის დოკუმენტის გამო ხდება ეს? მაშინ რატომ არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი ამავე პარტიის მიერ. მე მგონი რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ თითქოს ეს ხალხი აქ იტანჯება და ტანჯვა უნდა გააგრძელონ გუნდის დანარჩენმა წევრებმა, მაგრამ რაღაცნაირად ლიდერს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, იქ მოუწევს წასვლა და გუნდის წევრებმა ლიდერის გარეშე უნდა იტანჯონ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს