ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის - ვცდილობთ, ბუქარესტის სამიტის შეცდომები ვილნიუსში გამოვასწოროთ, მაგრამ ეს შეგვიძლია იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერი და იდეალურია

ეს ძალიან მოულოდნელი იყო და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც ის „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელისა და ვაშინგტონის რჩევების გათვალისწინება.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უპრეცედენტოდ იყო ჩართული თქვენს კრიზისში. ეს ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალია და თქვენ მის რჩევას უნდა მიჰყვეთ. ჩვენ ვიბრძვით თქვენი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ნატო-ს მომავალი სამიტი ვილნიუსში ჩატარდება. ვცდილობთ, ბუქარესტის შეცდომები ვილნიუსში გამოვასწოროთ. მაგრამ ჩვენ მათი გამოსწორება შეგვიძლია იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერი და იდეალურია“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისი თქმით, იმედი აქვთ, საქართველო გაატარებს რეფორმებს სასამართლო სისტემაში და საკუთარი დემოკრატიით მაგალითს აჩვენებს.

„იმედი მაქვს საქართველოს მთავრობა მიაღწევს პროგრესს და არა რეგრესს. იმედი მაქვს, შეთანხმებული რეფორმების გეგმა განხორციელდება“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ დასავლეთმა საქართველოში გარკვეულ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესოს, ლიეტუველმა კანონმდებელმა უპასუხა: „ახლა დასავლეთი ფიქრობს, როგორ იმოქმედოს“.

„მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ეს არის ერთადერთი გზა. ლიეტუვის გამოცდილებიდან გამომდინარე, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა და საქართველო, ორი ალტერნატივა გაქვს, ან მიდიხარ დასავლეთისკენ, ან რუსეთის სცენარის მიხედვით“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისი თქმით, დასავლეთისკენ სვლა ნიშნავს დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას.

„ეს ნიშნავს ყველა სიძულვილისა და ულტრა-რადიკალური ელემენტის შეჩერებას, რომელსაც ხშირად ვხედავთ საქართველოს ქუჩებში და ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანა წავიდეს ერთიანად დასავლეთისკენ“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისივე თქმით, საქართველოს ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და იბრძოლოს დემოკრატიისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო