ირაკლი ქადაგიშვილი - თამარ ჟვანია ყველაზე კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა

თამარ ჟვანია ყველაზე კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა, - ეს შეფასება ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ყველაზე დიდი გაყალბების თანამონაწილე აღმოჩნდა.

"რეალობა არის ეს! რატომ უნდა იყოს თამარ ჟვანია ბულინგის მსხვერპლი, ხოლო ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატი ის ქალბატონი, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის დესტაბილიზაციის საწინააღმდეგოდ თითი-თითზე არ დააკარა და არ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას. სად არის აქ ლოგიკა?! ერთხელ და სამუდამოდ ამ ვირტუალური რეალობიდან ხომ უნდა გამოვიდეთ?! ჩვენი თანამოქალაქეები დიდი ხანია ითხოვენ, ცოტა რეალისტები ვიყოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა