ვახტანგ მეგრელიშვილი - შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია

შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მედიატორებისთვის სილის გაწვნაა.

„ის ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ შეთანხმებული იყო მასთან, როცა „ქართული ოცნება“ ცალმხრივად არღვევდა და ამბობდა, რომ ანულირებულია ეს შეთანხმება, ეს ფაქტობრივად, სილის გაწვნაც არის მედიატორებისთვის და ეს არის სრული იგნორირება ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციონერების. ამ შეთანხმებას ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანად აქცევდა „ნაციონალური მოძრაობის“ შეერთება, ეს იყო საუკეთესო ვერსია. ახლა, როცა მეორე მთავარი მხარე გასულია შეთანხმებიდან, მათგან ხელმოწერას ექნება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტის ნიშანი მაშინ, მაგრამ ესეც რომ გააკეთონ, სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა