ჯეიმს აპატურაი - „ოცნების” გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ სამწუხაროა - „ნაცმოძრაობამ“ მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი „ფეისბუქში“ წერს.

„19 აპრილის შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე; სწორედ ამიტომ, საქართველომ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში შეიტანა შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - წერს აპატურაი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს