გიგა ბოკერია - შარლ მიშელისგან არ ყოფილა ვითარების ადეკვატური რეაგირება - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე, ქვეყნის შიგნით და ამას დაეწევა ადეკვატური რეაქცია პარტნიორების მხრიდან

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან არ ყოფილა ვითარების ადეკვატური რეაგირება.

მისი თქმით, როდესაც ქართული საზოგადოება თავად მისცემს ადეკვატურ რეაქციას „ქართული ოცნების“ მოქმედებებს ოქტომბრის არჩევნებზე, საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი იქნება.

„სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა