მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება

მეჩვენება, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება ცოტა არათანმიმდევრულია და ახსნა არც თუ დამაჯერებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიას გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატის დატოვების თაობაზე.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში პროცესის სრულფასოვნად წარმართვას სჭირდება, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი უფლებაა.

"თუ ობიექტურად თვლიან, რომ პარლამენტში მოღვაწეობა სწორია, ასეთ შემთხვევაში დიფერენცირებული მიდგომის არსებობა გაუგებარია, ლოგიკური ახსნა ამას, ჩემი აზრით, აკლია. თუმცა, ეს მათი უფლებაა, მათ სურვილზეა დამოკიდებული და არ მგონია, დისონანსის შემომტანი იყოს პარლამენტისთვის ან პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

მე არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება, თუ არ ჩავთვლით კანონგარეშე ქმედბებს, რომელსაც ვხედავდით. სწორი მგონია, რომ საპარლამენტო ცხროვრებაში მონაწილეობა ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს სჭირდება პროცესის სრულფასოვნად წარმართვას, ასეთია ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო