თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებასთან“, რომელსაც ქვეყანა რუსული კურსისკენ დეკლარირებულად მიჰყავს, თანამშრომლობა შეუძლებელია.

„მე ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერე, იმიტომ რომ დასავლური კურსი არის მნიშვნელოვანი. ბევრი პუნქტი შეიძლება არ იყო მოსაწონი, მაგრამ შეთანხმება იყო დასავლური ეგიდით. ახლა კი იმ ძალა, რომელსაც ეს შეთანხმება უნდა შეესრულებინა მას ანულირებულად აცხადებს, არ აინტერესებს დასავლეთი, დასავლეთის შეფასება, ამიტომ მასთან საპარლამენტო თანამშრმლობა შეუძლებელია. „ქართულმა ოცნებამ“ რუბიკონი გადალახა. სანამ ის არ დაიხევს უკან, მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია და შეურაცხყოფილი უნდა იყოს ყველა, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა. კიდევ ერთი საკითხი - როცა დოკუმენტს ხელს ვაწერდით, მაშინ ვიყავით ოპოზიცია და ახლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ 10% გავხდით?! „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტებს კი არ, ვერ შევუწყობ ხელს პარლამენტში სესიებზე შესვლით და კრტიიკული კითხვების დასმით. შესაბამისად, მათთან კომუნიკაციას საპარლამენტო ფორმატში არ აქვს აზრი. არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ და ვაიძულოთ ის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატები უკვე დატოვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საპარლამენტო საქმიანობას აგრძელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს