თინა ბოკუჩავა - დოკუმენტთან გულწრფელობაზე და საერთაშორისო მისწრაფებებთან მიმართებაში ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი, ბატონი ვოლკსი ნუ გვესაუბრება

ამ დოკუმენტთან გულწრფელობაზე და ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებთან მიმართებაში ნუ გვესაუბრება ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი, ბატონი ვოლსკი, ან "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თიკა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვიცე-სპიკერ გია ვოლკის განცხადებას, რომლის მიხედვით, "სიყალბის პიკი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მოაწერს მიშელის დოკუმენტს".

ბოკუჩავას თქმით, დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ნათელი იყო.

"გია ვოლკსი სიყალბეზე ნუ გვესაუბრება. თავიდან-ბოლომდე ყალბი იყო მათი მონაწილეობა მოლაპარაკებებში,იმიტომ, რომ თავად ვნახეთ, დოკუმენტი რომლის მიღებაშიც უდიდესი ძალისხმევა ჩადეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ცალმხრივად მოახდინეს მისი ანულირება. ამგვარი დოკუმენტების ანულირება ცალმხივად არ ხდება, პოლიტიკური ვალდებულების ანულირებას საერთოდ ვერ ახდენ და ეს პოლიტიკური ვალდებულება, ბუნებრივია, გრჩება, მაგრამ კობახიძემ მოიგონა რაღაც არ არსებული ფორმა დოკუმენტის ცალმხრივი ანულირებით. შესაბამისად, ამ დოკუმენტან გულწრფელობაზე და ზოგადად, ჩვენ საერთაშორისო მისწრაფებებთან მიმართებაში ნუ გვესაუბრება ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი,ბატონი ვოლკსი,ან "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი", - აცხადებს ბოკუჩავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა