გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს 11:30-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი, ბიწმენდი.

მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, დოლასქედი, ცხვედიეთი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჯუღისი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებს.

„11:00-დან 17:00 საათამდე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, ვეძათხევა, სიონი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი.

09:00-დან 10:00 საათამდე და 18:15-დან 19:15 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის რაიონის სოფლებში სოფლებში არშა, სიონი, სნო, გარბანი, ვარდისუბანი, კარკუჩა, ფანშეტი, ჯუთა, გველეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა