დავით ბაქრაძე - შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს, ის არ ასახელებს არც დამნაშავეებს, ის არის ძალიან რბილი

შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მკაცრი კრიტიკა არ ნიშნავს, რომ ეს ყველაზე ცუდია, რაც დასავლეთიდან წამოვა.

„შარლ მიშელის ინტერესი გახლავთ, რომ ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს ეს პროცესი და არა ის, რომ ვიღაც გალანძღოს და ვიღაც დამნაშავედ გამოიყვანოს, ამიტომ ბუნებრივია, ის ცდილობს პროცესი გადაარჩინოს და შეთანხმება გადაარჩინოს. ის არ ასახელებს არც დამნაშავეებს, ის არის ძალიან რბილი. ანუ პირველი, მისი როგორც უშუალოდ მედიატორის ფუნქცია და მოვალეობა ამ შემთხვევაში გახლავთ ყველაფრის გაკეთება შეთანხმების გადასარჩენად და ეს განცხადება არის სწორედ მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს და მეორე, არ უნდა აგვერიოს მეგობრებო ერთი რამ - არ ნიშნავს მაინც და მაინც მკაცრი კრიტიკა იმას, რომ ეს ყველაზე ცუდია, რაც დასავლეთიდან წამოვა. ყველაზე ცუდი, რაც დასავლეთიდან წამოვა არის უბრალოდ ხელის ჩაქნევა საქართველოზე და ამ ქვეყნის დაიგნორება, რომ ქართველებისგან არაფერი გამოვა. ძალიან მძიმე და მკაცრი იყო ამერიკელების დღევანდელი შეფასება, მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელი იქნება ის თუ ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე ევროპელებმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს და როცა 2024-ში აი ეს გადამგდები მთავრობა განცხადებას შეიტანს ევროკავშირში, ის განცხადება დაგვახვევინეს და უკან გამოგვატანეს სახლში - ეს იქნება მძიმე შედეგი, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს დავკარგავთ, როგორც მატყუარები, როგორც არასანდო პარტნიორები. ყველაზე უფრო საშიში ჩვენთვის არის სწორედ დასავლეთის მხრიდან იგნორირება, რაც პირდაპირ რუსეთისკენ მიგვაქანებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს