მერაბ გამყრელიძე და რევაზ ჯაველიძე გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა რეგიონებში მიმდინარე პროექტები.

„მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს რეგიონებში სოფლის მეურნეობის, განათლების, სოციალურ და სხვა სფეროებში პროექტების განხორციელებაში UNDP-ის და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის როლის შესახებ.

მერაბ გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა UNDP-ის ნაყოფიერი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აქტიურად იქნება ჩართული მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან კოორდინაციის საკითხში, პროექტების შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

UNDP-ის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ხაზი გაესვა იმ სფეროებს, სადაც აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურებაზე და რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა