ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო" შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას დააყენებს, თუკი არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს

პირობის უკან წაღება, ასე მარტივად არ ხდება, ამისთვის, როგორც წესი, ძალიან მძიმე ფასი არსებობს. სწორედ ის 43% არის, რაც „ქართულ ოცნებას“ აშინებს - ჩვენ არც ამ შეთანხმებიდან და არც პარლამენტიდან არ ვაპირებთ გასვლას, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია შეთანხმებისამებრ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას დააყენებს, თუკი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

ნაცვლიშვილის თქმით, „ლელო“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებს და როგორც მან აღნიშნა, არც „ქართულ ოცნებას“ მისცემს უფლებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალოს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ ძალას სურდა, ოპოზიციასაც იგივე გადაწყვეტილება მიეღო - გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, რაც, მისი თქმით, არ მოხდება.

„პირობის უკან წაღება, ასე მარტივად არ ხდება, ამისთვის, როგორც წესი, ძალიან მძიმე ფასი არსებობას. სწორედ ის 43% არის, რაც „ქართულ ოცნებას“ აშინებს. ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმ გარემოში მუშაობა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე თბილ სკამზე ზის, ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს პარლამენტარის საქმიანობაზე. ყოველ შემთხვევაში, მითხრას ვინმემ, სად არის ეს თბილი სკამი, მაჩვენოს - მე ვერ ვნახე, ოთხი თვეა იქ ვზივართ და ის სკამი არც თბილია და არც კომფორტული, მაგრამ ეს არის ვალდებულება, რომლის შესრულების გადაწყვეტილება სწორედ შეთანხმების შემდეგ მივიღეთ.

ჩვენ პარლამენტშიც უნდა ვიყოთ, ქუჩაშიც, ხალხშიც, პარტნიორებსაც უნდა ველაპარაკოთ, სადაც რა შესაძლებლობა გაჩნდება, ყველგან უნდა ვიყოთ. სადაც არის „ქართული ოცნება“ და უქნარობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია, ყველგან უნდა ვიყოთ. „ქართულ ოცნებას“ სიტყვაზე რომ არ ვენდეთ, ამიტომ იყო საჭირო ის მედიაცია და ჩართულობა საჭირო.

„ქართულ ოცნებას“ რა უნდოდა? – „რადგან მე მაგიდა ავაყირავე, შეთანხმება აღარ არსებობს“, ოღონდ ეს ასე ცალმხრივად არ ხდება. შემდეგ ოპოზიცია იტყოდა, რომ „რადგან შენ არ გინდა ეს შეთანხმება, არც მე მინდა,“ მაშინ ნამდვილად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, დარჩებოდა მხოლოდ მედიატორი. ჩვენ არც ამ შეთანხმებიდან და არც პარლამენტიდან არ ვაპირებთ გასვლას, რადგან ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ თქვას, „ხედავთ, იმათაც დაარღვიეს შეთანხმება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო