ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად დავბრუნდებით და შემდეგ დავაკვირდებით შეთანხმების იმპლემენტაციას

ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად და ამის შემდეგ დავაკვირდებით შეთანხმების იმპლემენტაციას,- ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროპარლამენტთან განხილვის მთავარი თემა სწორედ მომავალი არჩევნებია, რომელსაც პავილიონისის თქმით, დასავლეთი სერიოზულად ეკიდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და ჩვენ ვისაუბრეთ აუცილებლობაზე, რომ საქართველოსთვის ამ გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დროს, საქართველოში იყოს ძალიან ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობა. ასე რომ, ჩვენ გავზრდით ეროვნულ დელეგაციებს, მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ჩვენ ვიქნებით საქართველოში არჩევნებისთვის, მაგრამ ასევე ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტსაც ეყოლება დიდი დელეგაცია. ჩვენ ამ არჩევნებს ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად და ამის შემდეგ დავაკვირდებით შეთანხმების იმპლემენტაციას“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს