სერგო ჩიხლაძე - გამორიცხული არაფერია, უბრალოდ პარლამენტის დატოვება, ან ასეთი სახის ბოიკოტი უკიდურესი ნაბიჯია, მთავარია, ცხელ გულზე არ მივიღოთ გადაწყვეტილება - „ქართულ ოცნებასაც“ ეს უნდა

გამორიცხული არაფერია, უბრალოდ პარლამენტის დატოვება, ან ასეთი სახის ბოიკოტი - ეს არის უკიდურესი ნაბიჯი, მთავარი არის, რომ ცხელ გულზე არ მივიღოთ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, ოპოზიციამ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რომელიც პარლამენტის და დეპუტატის მანდატის დატოვებას გულისხმობს.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დასავლეთის მხრიდან სანქციების ამოქმედებას ელოდება:

„გამორიცხული არაფერია, უბრალოდ პარლამენტის დატოვება, ან ასეთი სახის ბოიკოტი, ეს არის უკიდურესი ნაბიჯი. სანამ უკიდურეს ნაბიჯამდე მივალთ, მანამდე ხომ უნდა გამოვიყენოთ ის მექანიზმი, რაც არის დასავლეთი. ველოდებით რეაქციებს, სანქციებს, გარკვეული პირობების დაწესებას და ა.შ. ჩვენ გვინდა მექანიზმი, თუ უკიდურესი ზომა ეგრევე გამოვიყენეთ, ამ ნაბიჯებს ვერ ვნახავთ. ამ რადიკალურ სცენარს, - ბოიკოტი, დეპუტატის მანდატის დატოვება - ამას წინ არაფერი უდგას, ეს შეიძლება ერთ წამში გააკეთო, თუმცა, მანამდე, ყველა ეს ნაბიჯი უნდა იყოს გავლილი. საკონსტიტუციო ცვლილებები თუ იქნება, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება 113 ხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ იქნება და საერთოდ გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან „ქართული ოცნება,“ რა თქმა უნდა, ბოიკოტი კი არა, შეიძლება კანონდაშვებულ, უარეს, რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეთ. მთავარი არის, რომ ცხელ გულზე არ მივიღოთ გადაწყვეტილება. „ქართულ ოცნებასაც“ ეს უნდა, - ავღელდეთ, ცხელ გულზე რაღაც მივიღოთ, მერე კი, ლავირების ნაკლები საშუალება გვქონდეს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს