თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიტოვებული ჩანთა იპოვეს, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა - ადგილზე ​გამნაღმველები მუშაობდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახ იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს