ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით. ასევე, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. გაკეთდა სივრცე ბავშვებისთვის. დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით.

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 370 000 ლარია “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა