საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

გარდა ამისა, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო-აუდიომასალის დამზადება, ვებ-გვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს