გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს შეთანხმების გაუქმების გამო - ჩვენ ეს წუხილი ყოველდღიურად გვქონდა, როცა მეორე მხარეს მოვუწოდებდით, შეესრულებინა შეთანხმება

საერთაშორისო პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს შეთანხმების გაუქმების გამო - ჩვენ ეს წუხილი სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გვქონდა, როცა მეორე მხარეს მოვუწოდებდით, რომ შეესრულებინა ეს შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში ორივე მხარის მიმართ არის მოწოდებები.

„ქართული ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა უზრუნველყო ოპოზიციის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ამ დოკუმენტის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ შეცვალა ვერც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებამ, რომ ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტზე და შეესრულებინათ იქ არსებული საკითხები. რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციის დიდი ნაწილი მხოლოდ სათავისოდ განმარტავდა იქ არსებულ საკითხებს და მხარს არ უჭერდა საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას და ბევრ იმ საკითხს, რომელზეც შავით - თეთრზე ძალიან დეტალურად ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში. საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ ეს შეთანხმება იყო ცალმხრივად შესასრულებელი „ქართული ოცნების" მხრიდან, რაც არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა სამართლიანი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო