გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, მელიას ან მერობის კანდიდატად აღიქვამდეს ვინმე სერიოზულად ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა

არ მგონია, მელიას ან მერობის კანდიდატად აღიქვამდეს ვინმე სერიოზულად ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ჯერჯერობით ისევ იმ პოლიტიკურ ლაბირინთშია, სადაც შევიდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

„მე მგონია, რომ მელიას თვითონაც არ სჯერა რასაც ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ რაც თქვა, ვერასდროს ვერაფერი შეასრულა. ამიტომ არ მგონია, ან მერობის კანდიდატად აღიქვამდეს ვინმე სერიოზულად ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, ოპოზიცია ჯერჯერობით ისევ იმ პოლიტიკურ ლაბირინთშია, სადაც შევიდა 2020-ის არჩევნების შემდეგ,“ -განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას, დარჩეს პარლამენტში, მაჭარაშვილის თქმით, კარგია, რომ არჩევნებიდან 9 თვის თავზე მაინც გაიგეს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში, თუმცა, მისივე შეფასებით, მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა განსხვავებაა ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის.

„თან რჩებიან, თან ამბობენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ... როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა განსხვავებაა ბოიკოტს, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული და საბოტაჟს შორის, რასაც 6 თვე ახორციელებდნენ. ასეთ ელემენტარულ საკითხებში როცა ვერ ერკვევა ოპოზიცია, ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარუმატებლობა ექნებათ. „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს აბსოლუტურად მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა. მიშელის დოკუმენტის შინაარსი იყო, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია დაწეულიყო, მაგრამ მათ პოლარიზაცია ქუჩიდან გადმოიტანეს საქართველოს პარლამენტში. ამის საშუალებას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივცემთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს