ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილის განცხადება “ქართული ოცნების" შეცდომის გადაფარვის საშუალებაა - ეს ყველაფერი „კლოუნადას“ ჰგავს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის “ქართული ოცნების" შეცდომის გადაფარვის საშუალება - ეს ყველაფერი უკვე „კლოუნადას“ ჰგავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოსვლის დაანონსებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აცოცხლებს.

"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის "ქართული ოცნების" შეცდომის გადაფარვის საშუალება, რომ "ქართული ოცნება" ისე კი არ განვიხილოთ, რომ მან მთლიანი ოპოზიციური სპექტრი „გადააგდო“, საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემს ან ა.შ. არამედ განვიხილოთ ისე, რომ ის გვაცილებს გრანდიოზულ საფრთხეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის აღკვეთის სახით. ეს ყველაფერი უკვე „კლოუნადას“ ჰგავს წლების განმავლობაში. მე, როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყარო არის მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა