პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ სანქციები დაწესდეს „ქართული ოცნების“ იმ ჩინოვნიკებზე, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს - ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, კახა კალაძეზე

ვმუშაობთ, რომ სანქციები დაწესდეს „ქართული ოცნების“ იმ ჩინოვნიკებზე, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს - ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, კახა კალაძეზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანქცია უნდა დაუწესდეს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არაფრად ჩააგდო საერთაშორისო პარტნიორები და ფარატინა ქაღალდად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება.

„ჩვენი მიზანი არ არის სანქციები ქვეყანას დაუწესდეს, არამედ გვინდა პერსონალური სანქციების დაწესება. პარლამენტში ორი მიზეზით ვრჩებით - 43- პროცენტიან ბარიერზე ლაპარაკის უფლება გვქონდეს და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. „ქართული ოცნება" ცდილობს, შეთანხმებიდან გაიქცეს, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მას სივრცე არ დავუტოვოთ არჩევნებში არმონაწილეობით. მათი გათვლა იყო, რომ პარლამენტიდან წავიდოდით და იმ წესრიგს მოაწყობდა, რაც მას სჭირდებათ, ამის ფუფუნებას არ მივცემთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს