პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი როდის ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ვფიქრობ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ არის მისი არჩევნების წინ ჩამოსვლა

საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ არის სააკაშვილის ჩამოსვლა არჩევნების წინ - ეს არის სტრატეგიული შეცდომა, რითაც „ქართული ოცნება" სარგებლობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟუენალისტებთან განაცხადა. თუმცა, როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის უფლება აქვს და ვერავინ განუსაზღვრავს, როდის ჩამოვიდეს.

„ყოფილ პრეზიდენტს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება. როდის ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. ვფიქრობ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ არის მისი არჩევნების წინ ჩამოსვლა. ჩვენ არ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი იმის თაობაზე, სააკაშვილის ჩამოსვლა ვის უნდა, რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ, „ქართული ოცნების“ შეცვლაზე. ეს არის სტრატეგიული შეცდომა არჩევნების წინ, რითაც „ქართული ოცნება" სარგებლობს, მაგრამ ჩვენ ვერავის დავუშლით ჩამოსვლას. საარჩევნოდ ასეთი ჰიპოთეტური საფრთხეებით სარგებლობს „ქართული ოცნება" 9 წლის განმავლობაში და მათ ამ ნარატივის შექმნაში სააკაშვილის განცხადება ეხმარება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა