ნათია თურნავა - მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება

„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7 - პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე, რომ ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა განაცხადა, რითაც 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა.

„ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს