ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია გამორიცხულია, რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როცა მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ პარტიასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ, ხოლო გიორგი გახარიასთან თანამშრომლობაზე აცხადებს, რომ „მოღალატესთან არავინ რიგდება“.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერთან გარიგებაც შესაძლებელია, ხოლო მოღალატესთან - არა.

„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას პარტიებთან - რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. აქედან გამომდინარე თეორიულადაც წარმოუდგენელია ასეთი კოალიცია - ისინი ვერ შეიცვლებიან.

რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“,- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია