ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე საუბარი რეალური იქნება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე საუბარი რეალური იქნება.

ვიოლა ფონ კრამონი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისკენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწოდებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას - ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეუერთდეს ხელშეკრულებას. ეს ასევე დაგვეხმარება ჩვენ. ყველა მხარეს მოვუწოდებთ გადადგან შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოში მრავალპარტიული შეთანხმება მიღწეულიყო. 7 - გვერდიანი ხელშეკრულების თვალსაზრისით მოცემულია უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც სჭირდება არა ევროკავშირის და ევროპარლამენტს, არამედ თქვენ, საქართველოს. ეს შეთანხმება დადებულია იმისთვის, რომ ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულებები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს აღნიშნულ ხელშეკრულებას. რაც შეეხება იმას, თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. პარლამენტში კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ ისინი რეალურად ფიქრობდნენ ამაზე. მე პროცედურებსა და დეტალებზე, ტექნოლოგიებზე ვერ ვილაპარაკებ. სხვა ნაბიჯებიც არსებობს თუ არ შესრულდება ხელშეკრულება. დეტალებში არ შევალ, ვეცდებით აშშ-სთან ჩვენი გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს