ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ შედგა ამ დრომდე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ შედგა ამ დრომდე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან მისი პარტიის შეხვედრა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრის დანიშვნა მმართველი გუნდის პრიორიტეტი არაა და ინიციატივა თავად კრამონს უნდა გამოეჩინა.

„ჩვენი პრიორიტეტი არ არის. ინიციატივა მას უნდა გამოეჩინა. ის არის ჩამოსული და გეგმავს თავის შეხვედრებს. რომ გამოეჩინა ინიციატივა, ჩვენი მხრიდან შედგებოდა შეხვედრა. ეს მასზე იყო დამოკიდებული, მისი პრიორიტეტია.

როგორც ჩანს, მას უნდა, „ნაცმოძრაობისგან“ ახსნა-განმარტების მიღება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აწერდნენ ხელს შეთანხმებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე