ვიოლა ფონ კრამონი - იმან, რაც გააკეთა კულტურის  მინისტრმა, ჩვენც ძალიან გაგვაოცა

იმან, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, ჩვენც ძალიან გაგვაოცა, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის საკითხს.

მისივე თქმით, ეს არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს.

„მე ჩემი განცხადება მედიის სოლიდარობით დავიწყე, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება მინისტრმა ჟურნალისტს ხელიდან გამოგლიჯოს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება დაიცვან. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მასმედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში შეტევის ქვეშ აღმოჩნდა“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს